ახალი წიგნი

20.01.2010

2006 წლის იანვრიდან ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის” პროექტს.

წინამდებარე ანგარიში 2006 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მიღებულ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა. მასში გაანალიზებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა 2006 წელს და 2007 წლის 10 თვის შედეგები.