ამა წლის 16-17 ივნისს, ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” მოაწყო ტრეინინგი თემაზე: “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მოწყობა და ბიუჯეტის მონიტორინგის მეთოდები”.
ტრეინინგში მონაწილეობნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სპეციალურად ტრეინინგისთვის შემუშავდა გზამკვლევი “საქართველოს საბიუჯეტო სისტემა”.