ტურნირი მინი-ფეხბურთში

21.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთობლივი პროექტის – “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში ქ. მცხეთაში, რაიონული პროკურატურის ინიციატივით, ჩატარდა ტურნირი მინიფეხბურთში  დევიზით – “ბავშვები ძალადობის წინააღმდეგ”.   შეჯიბრში მონაწილეობდნენ პროკურატურის, პოლიციის, სატყეო დეპარტამენტის, გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, სკოლების, ძეგვის ბავშვთა სახლისა და პრობაციონერების გუნდები. ტურნირი მინი ფეხბურთში  12 მაისს დაიწყო.

 

20 მაისს ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბავშვებისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი გუნდები შეხვდნენ.

ასპარეზობა ბავშვების გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადაეცა, ხოლო მონაწილე გუნდებს  სამახსოვრო სუვენირები და სიგელები დაურიგდათ.