
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ კლიენტებთან მუშაობის ტექნიკას, მოწმეთა დაკითხვის წარმართვის თავისებურებებს, სასამართო კამათის ტაქტიკასა და სხვა საკითხებს. ჩატარდა იმიტირებული სასამართლო სხდომები.
საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის უფროსმა ნინო ცუხიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონპროექტის ძირითადი დებულებები, რომლის მიხედვითაც ყალიბდება უფასო იურიდიული მომსახურების სისტემა, ამ სამსახურის მოდელი, სტრუქტურა და უფლებამოსილება.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.