5 აპრილს ფონდში “ღია საზოგადოება-საქართველო” სტუმრად იმყოფებოდნენ მონღოლეთის ღია საზოგადოების ფორუმის მენეჯერი ქ-ნი ბ.მუნხსოიოლი და მონგოლეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის თავმჯდომარე კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
სტუმრები საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით ჩამოვიდნენ. თავის დროზე ამ კონტაქტებს სწორედ ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და მონგოლეთის ღია საზოგადოების ფორუმის ძალისხმევით შეეწყო ხელი.
ფონდში ვიზიტის დროს სტუმრებმა მონღოლეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის მიღწევებსა თუ პრობლემებზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის – დავით დარჩიაშვილის საუბრისას ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომლებიც 2006 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფონდის მხარდაჭერით განახორციელა, კერძოდ, ფონდის მხარდაჭერით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა-“მოსახლეობის მოლოდინები საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალ პროგრამირებასთან დაკავშირებით”, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა გაიარეს პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელი ტრეინინგ-კურსები, ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟგუფი.
სტუმრებმა ისაუბრეს მონგოლეთისა და საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიების თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.