
თბილისის სრულად დასაფარად საჭირო გახდა ბიუროში დასაქმებულ ადვოკატთა რაოდენობის გაზრდა და 19 ადგილზე ვაკანსია გამოცხადდა. შესარჩევი კონკურსი იუსტიციის სამონისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის მიერ ჩატარდა და მასში 112-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 19 თანამდებობაზე დასანიშნად შეირჩა, 20 კონკურსანტი კი საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის ტერიტორიული ბიუროების რეზერვში ჩარიცხა.
ფონდის ორგანიზებით თბილისის ბიუროს ახალი ადვოკატებისთვის 14-15 აპრილს საორიენტაციო ტრეინინგი ჩატარდება, რომლის მიზანიც კონკურსის წესით შერჩეული ადვოკატებისათვის სამსახურის სპეციფიკის გაცნობა იქნება.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.