ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. ვრცლად…

21.01.2010

თანამდებობა: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების  პროგრამის მენეჯერი
ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 დეკემბერი, 12:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები:  პროგრამის ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი; პროგრამის მიმართულებების კოორდინირება; საგრანტო და ოპერაციული პროექტების ზედამხედველობა; პროგრამის საქმიანობის ანგარიში. 

ძირითადი ვალდებულებები: 

– პროგრამის  სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
– პროგრამის სტრატეგიის შემუშავება;
– პროგრამის სფეროში მომუშავე ძირითადი აქტორების პროფილის ანალიზი და დახასიათება;
– პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
– პროგრამის მიმართულებების მონიტორინგი და შეფასება;
– პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შედეგების მონიტორინგი;
– საგრანტო განაცხადებების ანალიზი და პირველადი შეფასება;
– გრანტის მიმღებებთან  გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
– სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება:  უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების სფეროში ან მონათესავე დისციპლინაში (სასურველია მაგისტრის ხარისხი).   

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

– პროგრამის მართვის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
– ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის  გამოცდილება;
– პროგრამის სფეროში ქვეყანაში არსებული  ტენდენციების ხედვა;
– პერსონალის მართვის უნარ-ჩვევები და შესაბამისი გამოცდილება;
– სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
– პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
– გრანტების გაცემის ან მართვის გამოცდილება;
– კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
– ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა:
– ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
– კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
– ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება. 

ანგარიშგება:  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის მენეჯერი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელ დირექტორთან.

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში  დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. სამოტივაციო წერილი;
2. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
4. ორი სარეკომენდაციო წერილი (მიუთითეთ რეკომენდატორების საკონტაქტო ნომრები).

კონვერტზე მიუთითეთ –  “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის მენეჯერის ვაკანსიისათვის”.

გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ფონდის მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 დეკემბერი, 12:00 საათი. 

შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება (პირველ თებერვლამდე) მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს . საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995 32) 25 04 63, (+995 32) 25 05 92;
ელ.ფოსტა:
hr@csf.ge
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.