პალიატიურ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მათი მოსალოდნელი გარდაცვალების შემდგომი სამართლებრივი შედეგები, რაც უკავშირდება ქონების გაყოფას, ოჯახის წევრებზე მზრუნველობას და ა.შ.
მოქმედი პალიატიური მზრუნველობის ცენტრები (ჰოსპისები) ვერ ახდენენ პაციენტებისთვის საჭირო სამართლებრივი მომსახურების გაწევას. მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმების მოტივირების ამაღლება – უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიონ ტერმუნალურ სტადიაში მყოფ პაციენტებს, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობა და ასევე პალიატიური მზრუნველობის ცენტრების თანამშრომელთა მომზადება ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში (მემკვიდრეობა (ანდერძი და კანონისმიერი მემკვიდრეობა), ჩუქება, შვილად აყვანა და ა.შ.) ტრენინგებისა თუ სპეციალური ბროშურების მომზადებით.
იმისათვის, რომ 2009 წლიდან ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტის ფარგლებში დაიწყოს უფასო იურიდიული დახმარების გაწევა პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, პირველ ეტაპზე, ა.წ 28-30 ნოემბერს, დაბა გუდაურში, ” გაიმართა ტრეინინგი “პალიატიური მზრუნველობა და ადამიანის უფლებები”.
ტრეინინგს ესწრებოდნენ საქართველოში არსებული ჰოსპისების ხელმძღვანელები, ექიმები, მოწყალების დები, ოჯახზე მომუშავე ბრიგადის ექიმები და ექთნები და სოციალური მუშაკები.
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი