ქალაქი ლუცკი აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს

21.01.2010

ეს ისტორია იმით დაიწყო, რომ უკრაინის ქალაქ ლუცკის ადმინისტრაციამ გამოთქვა სურვილი ემასპინძლა აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისათვის. ამ წინადადებით მათ ქალაქ გორის ადმინისტრაციას მიმართეს. სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთო ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, რომელმაც დააფინანსა  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი «აფხაზეთის” პროექტი “იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტურ ზონაში მყოფი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა “;  ეს პროექტი გულისხმობს “აფხაზეთის” გამოცდილი თანამშრომლების მიერ ბავშვებისათვის სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელებას. ბავშვების მეორე ნაკადი 26 ნოემბერს გაემგზავრება.

 

 

მიხეილ მირზიაშვილი
ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამა