საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება
10 აგვისტო, 2008 წ.
ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდება, იბომბება საქართველოს ქალაქები და სოფლები. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, დიდია მატერიალური ზარალი.
საქართველოს არ უნდოდა ეს ომი, ჩვენ ვისჯებით ჩვენი მისწრაფებებისთვის გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. დღეს საქართველოს დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება. რუსეთის აგრესია გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.
ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგიწოდებთ:
ყოველი გადადებული წუთი საფრთხეს უქმნის ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს.
მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის. თქვენი ხელმოწერა შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე lghvinjilia@csf.ge
ხელმოწერები:
ხელმოწერები გრძელდება….