ამა წლის 17-20 ივლისს, ქ. კიევში დაგეგმილია ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე ”ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა”.

22.01.2010

ამა წლის 17-20 ივლისს, ქ. კიევში, ფონდის შიდა პროექტის “შემოსავლების მეთვალყურეობა” (Georgia Revenue Watch) ფარგლებში გაიმართება ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე “ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა”. სამუშაო ჯგუფში შემავალმა ექსპერტებმა საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ანალიტიკური დოკუმენტი. ანგარიშში მიმოხილული იქნება ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისთვის ენერგორესურსების ტრანზიტის მნიშვნელობა და ენერგოტრანზიტიდან გენერირებული შემოსავლების გამჭვირვალობა.

ირინა ლაშხი

კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.