სასამართლოს, დაცვის მხარისა და სახელმწიფო ბრალდების როლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები გამოვიდნენ.

22.01.2010

,,საზოგადოებრივი პროკურატურის” პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფონდ ,,ღია საზოგადოების” მხარდაჭერით, თელავის რაიონული პროკურატურის ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩატარდა.

ტესტირების შემდგომ შერჩეული 18 გუნდის წევრები კონკურსის პირველი ეტაპზე გამოდიოდნენ სასამართლოს, დაცვის მხარისა და სახელმწიფო ბრალდების როლში. იმიტირებულმა პროცესებმა საინტერსოდ ჩაიარა, გუნდების უმეტესობამ მომზადების მაღალი დონე აჩვენა და შესაბამისად მეორე-საფინალო პროცესებისთვის მათგან უძლიერესი 6 გუნდი შეირჩა.

მეორე ტურში მონაწილეთა შეფასება მოხდა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: პროცესუალური წესების ცოდნა, სასამართლოს წარმართვა, საქმის მასალების ცოდნა, სასამართლო უნარ-ჩვევები. შესაბამისად,  გამოვლინდნენ პირველ ადგილზე გასული გუნდები (სასამართლო, ბრალდებისა და დაცვის მხარეები), ასევე  დასახელდა საუკეთესო მოსამართლე, საუკეთესო სახელმწიფო ბრალმდებელი (პროკურორი) და საუკეთესო დაცვის მხარე (ადვოკატი).

გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და  დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.თამარ ქალდანი, დავით მეტრეველი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა