მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი „მ ე – ა დ ა მ ი ა ნ ი“ გიწვევთ პრესკონფერენციასა და თბილისში ფესტივალის საზეიმო გახსნაზე. ვრცლად…

22.01.2010

მშვიდობისა და ადამიანის უფლებების
სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი
ე – ი”

 


გიწვევთ პრესკონფერენციასა და თბილისში ფესტივალის საზეიმო გახსნაზე
შაბათს, 3 მაისს, 16:00 სთ, არტკაფე „ქარავანში”, ფურცელაძის ქ. 10

პრესრელიზი

2008 წლის აპრილიდან – ოქტომბრამდე სამხრეთ კავკასიის 27 ქალაქსა და სოფელში გაიმართება
მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მეორე
სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი “მე – ადამიანი”

ფესტივალი ,,მე – ადამიანი”

-სამხრეთ კავკასიაში მეორედ ტარდება. ფესტივალის იდეა 2005 წელს დაიბადა ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოსა”(www. osgf. ge) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში (www.boell.ge). ფესტივალს აგრეთვე მხარს უჭერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის თანამოაზრე და პარტნიორია ადამიანის უფლებების დაცვის პრაღის კინოფესტივალი “ერთიანი სამყარო” (www.oneworld.cz).

-არის ფესტივალი “ბორბლებზე”, ის 2008 წელს სამხრეთ კავკასიის 27 ქალაქსა და სოფელში ჩატარდება. ადგილობრივი თანაორგანიზატორების დახმარებით მოეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის თემაზე შექმნილი აქტუალური დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საჯარო დისკუსიები კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და ადამიანის უფლებების თემებზე.

-თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 3-5 მაისს გაიმართება. ფილმების შემდგომ საჯარო დისკუსიებს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრება რეჟისორი მაშა ნოვიკოვა მოსკოვიდან.

პროექტს მხარს უჭერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელის სამხრეთ კავკასიური ფონდები, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის მედია-პარტნიორია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

 

ფესტივალის თანაორგანიზატორი თბილისში: დოკუმენტური ფილმების საპროდუქციო კომპანია საქდოკ ფილმი, პარტნიორი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ყუთი 48, თბილისი 8, კინოფესტივალი “მე-ადამიანი”, ტელ. 250593, 895384468, ფაქსი: +291052,
yachelovek@caucasus.net, info@sakdoc.ge,
893 323929