საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისათვის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით 22-24 აპრილს ჩატარდა საორიენტაციო სემინარი, რომელზეც განხილული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა, საკადრო საკითხები, ადვოკატთა საქმიანობის ხარისხის შეფასების, ეფექტური კომუნიკაციის საკითხები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელები.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა სამსახურის თანამშრომლების კორპორატიული კულტურის ამაღლება, კლიენტებთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობისათვის საჭირო პრინციპების შემუშავება და ჩვევების განვითარება.
თამარ ქალდანი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა