ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” პროექტის

25.01.2010

ჯანმრთელობის დაცვის სამართლისსწავლება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” ექსპერტების საშუალებით მომზადდა კურიკულუმი “ჯანმრთელობის დაცვის სამართალში”. აღნიშნული კურიკულუმის საშუალებით და ფონდის მხარდაჭერით “ჯანდაცვა და ადამინის უფლებები” დაინერგა დამოუკიდებელ, სავალდებულო სასწავლო საგნად საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სამაგიტრო პროგრამაზე.
საგანი მოიცავს 5 მოდულს:
1)    ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა
2)    ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, პაციენტის, მარგინალური ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის უფლებები. ჯანდაცვის კანონმდებლობა
3)    ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, სასამართლო საქმის წარმოება, სოციალური სტერი და სტიგმა;
4)    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომპონენტი;
5)    ჯანდაცვის სამართალი და მისი კომუნიკაცია. მედია და მისი როლი
ღია საზოგადოების ინსტიტუტის “კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივის” ხელშეწყობით კურსის შესაფასებლად საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ეწვია ექსპერტი ჯუდი ოვერალი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა “ჯანმრთელობის და ადამინის უფლებების” საგნის სწავლების საჭიროებაზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე ამ სფეროში.

 

ნინო კიკნაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა