”ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა

25.01.2010

   

 

ამა წლის 12-13 აპრილს, ფონდის შიდა პროექტის “შემოსავლების მეთვალყურეობა” (Georgia Revenue Watch) ფარგლებში გაიმართა ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე “ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა”. სამუშაო ჯგუფში შემავალმა ექსპერტებმა საქართველოდან, უკრაინასა და ყაზახეთიდან ერთობლივად შეიმუშავეს ანალიტიკური დოკუმენტი ამ საკითხთან მიმართებაში. სამუშაო ჯგუფში შემავალი ქვეყნები შეირჩა შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით: სამივე ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს ენერგორესურსების ტრანზიტიდან და ყველა ამ ქვეყანაში აქტუალურია ენერგოტრანზიტიდან გენერირებული შემოსავლების გამჭვირვალობა. 

შემუშავებული დოკუმენტი განიხილება  2008 წლის შემოდგომაზე ქ. ოსლოში დაგეგმილ საერთაშორისო  კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება “მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის  ინიციატივას” (Extractive Industries Transparency Initiative- EITI).         

კონფერენციაზე მოხდა აღნიშნული ანალიტიკური დოკუმენტის ლობირება/ადვოკატირება “მოპოვებითი გამჭვირვალობის ინიციატივის” გაფართოების კუთხით. სამუშაო ჯგუფი ეცდება დაარწმუნოს  EITI-ს სამდივნო ოსლოში, რომ სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია ისევე როგორც მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობა, ასევე ენერგოტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა. სამუშაო ჯგუფს იმედი აქვს, რომ EITI-ს სამდივნო გაითვალისწინებს შეთავაზებულ რეკომენდაციებს.  

 

 

  კონფერენციის დღის წესრიგი (რუსულ და ინგლისურ ენებზე)

ირინა ლაშხი
ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.