”ბავშვები ნარკომანიის წინააღმდეგ” – ასეთი დევიზით ჩატარდა ქ. ახმეტაში კახეთის რეგიონული გუნდური შეჯიბრი ჭიდაობა-ძიუდოში. ვრცლად…

25.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის  ერთობლივი პროექტის – “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის ინიციატივით  2008 წლის 22 მარტს ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზში ჩატარდა კახეთის რეგიონალური გუნდური შეჯიბრი ჭიდაობა-ძიუდოში დევიზით “ბავშვები ნარკომანიის წინააღმდეგ”.    

შეჯიბრში მონაწილეობდნენ ახმეტის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს ძიუდოს სკოლების 1990 წლამდე დაბადებული ჭაბუკები 8 წონით კატეგორიაში.      ტურნირმა კახეთის რეგიონის მაცხოვრებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გულშემატკივართა აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატა.

ასპარეზობას ესწრებოდა და მთავარ მსაჯობას უწევდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.     გამოვლინდა ტურნირის გამარჯვებული გუნდი ახმეტა I, მეორე და მესამე ადგილები ახმეტა II და დედოფლისწყაროს გუნდებზე გადანაწილდა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სპეციალური თასები და სამახსოვრო სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

თამარ ქალდანი, დავით მეტრეველი
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და
საჯარო ადმინისტრირების პროგრამა