ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამები იმერეთში ჯერ-ჯერობით დანერგილი არ არის. მათი არსებობის საჭიროება კი სახეზეა რეგიონში აივ-ინფექციის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით. ვრცლად …

25.01.2010

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის 2008 წლის 11 თებერვლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1534 შემთხვევა. რეგისტრირებულ პირთაგან 60.4% ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელია. მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი იმერეთში – კერძოდ, ქუთაისში 198 აივ-ინფიცირებულია გამოვლენილი.

ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამები იმერეთში ჯერ-ჯერობით დანერგილი არ არის. მათი არსებობის საჭიროება კი სახეზეა რეგიონში აივ-ინფექციის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით. თუმცა, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მე-6 რაუნდის გრანტის ფარგლებში ქ. ქუთაისში მალე გაიხსნება შპრიცების გაცვლის პროგრამა (პროგრამას ადმინისტრირებას ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გაუწევს).

შპრიცების გაცვლის პროგრამის ფუნქციონირებისთვის საფუძვლის მოსამზადებლად, და ზოგადად, ზიანის შემცირების მიდგომების ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად და მათ მიერ ზიანის შემცირების პრინციპების სწორად აღსაქმელად, 2008 წლის 6 მარტს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიმდინარე პროექტის – “ზიანის შემცირების საადვოკაციო კამპანია” – ფარგლებშიქ. ქუთაისში, გაზეთ “P.S.”-ის რედაქციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურების, სამართალდამცავი ორგანოების,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და მედიის წარმომადგენლები.
ინფორმაციის ფართოდ გასავრცელებლად შეხვედრაში აქტიურად იქნენ ჩართულნი ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები – შეხვედრას 15 ჟურნალისტი ესწრებოდა. მრგვალი მაგიდის მუშაობის შესახებ მომზადდა სიუჟეტი და გადაიცა ტელეკომპანიებით ,,რიონი”, ,,მეგა-თV”, რადიოთი ,,ძველი თბილისი” და ,,ქუთაისის რადიო”.

შეხვედრაზე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ზიანის შემცირების მიმდინარე პროგრამების შესახებ, გლობალური ფონდის პროექტის, ახალი საკანონმდებლო ინიციატივისა და წამალდამოკიდებულების პრობლემისადმი ალტერნატიული, არარეპრესიული მიდგომების არსის შესახებ.
მრგვალი მაგიდის შემდეგ ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიურმა ცენტრმა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობის და ქსელში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

 

თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი