ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში ამა წლის 10 მარტს მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები“ …

25.01.2010

მარგინალურ ჯგუფებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სფეროში არსებული პრობლემების უკეთ გაგებისა და შესაბამისად პრობლემათა გადაჭრის გზების მოძიების მიზნით, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში 10 მარტს მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები”. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნული ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმაციის გაცვლა და იმ ძირითადი პრობლემების გამოვლენა, რომლებსაც აწყდებიან საქმიანობის და მიზნების განხორციელების დროს.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციიდან,  საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციიდან, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდიდან, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრიდან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

2008 წლის აპრილის თვიდან „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტის ფარგლებში იგეგმება კოალიციის შექმნა, რომლის წევრებიც იქნებიან ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები. კოალიცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. შეხვედრაზე განისაზღვრა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები და მათი საქმიანობის წესი.

ნინო კიკნაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის შიდა პროექტის დირექტორი