ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა მას-მედიის წარმომადგენლებს პრეს-ლანჩზე უმასპინძლა …

25.01.2010

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პროექტის ,,ნარკოპოლიტიკის ადვოკაცია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული გაძლიერება”  ფარგლებში   2008 წლის 23 თებერვალს ჩაატარა შეხვედრა  მასმედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და მათი ინფორმირება ნარკოპოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შემავალი ორგანიზაციების, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის წევრი კახა კუკავა.

შეხვედრის დროს დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიზნების, ამოცანების და მუშაობის შედეგების შესახებ. ასევე განხილულ იქნა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობა და პარლამენტში განსახილველად შეტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ. ქსელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას, თუმცა განმარტეს ის საკითხები, რაშიც დარგის ექსპერტები არ ეთანხმებიან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ცალკეულ ფორმულირებებს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის შემდეგი წარმომადგენლები:

დიანა დონდუა – გაზეთი “მესინჯერი“;
ნინო კალანდია – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
;
თეა კერვალიშვილი – სამაუწყებლო კომპანია – რუსთავი
2;
ეკა ტუკვაძე – სააგენტო მედია ნიუსი
;
ლამუნა ირემაშვილი – გაზეთი “კვირის პალიტრა
“;
მედია გოგსაძე – ჟურნალი “პადრუგა
“;
ნელი ვარდიაშვილი – გაზეთი “ალია”
;
ირინე მჭედლიძე – ჟურნალი “სარკე
“;
ნინო მეტრეველი – ჟურნალი “სარკე
“;
ნინო ბურჭალაძე – ანტინარკოტიკული მედია კლუბი, გაზეთი “კვირის პალიტრა
“;
შალვა ჯოხაძე – გაზეთი “კრიმინალი
“;
გიორგი ბერიძე – ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი
“;
თამუნა დვალი – გაზეთი “24 საათი
“;
მერი ნამორაძე – გაზეთი “ახალი თაობა
“;
ნატა კილასონია – გაზეთი “ახალი ვერსია
“;
მარი ოთარაშვილი – გაზეთი “რეზონანსი
“;
ნინო ახმეტელი – გაზეთი “Georgia Today
“.    

 

თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი