პროფესორ სტეფან ინგლის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

25.01.2010

 

გაზეთის – ,,თბილისის უნივერსიტეტი” 2007 წლის 29 ნოემბრის ნომერში გაშუქდა, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) ფარგლებში მოწვეული, სტირლინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორის – სტეფან ინგლის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

სტატია მოგვითხრობს პროფესორ ინგლის ფაკულტეტთან ორწლიანი თანამშრომლობის შესახებ და დეტალურად განმარტავს მორიგი ვიზიტის მიზანს. სტატიაში მოკლედ არის მოთხრობილი აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ღონისძიებებისა და საქმიანობის შესახებ და სამომავალო გეგმების შესახებ.

განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) წვლილზე რეგიონში უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში, რაც ნაჩვენებია პოლიტიკური და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის მაგალითზე.  აქვე აღწერილია აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური რეფორმები და მოცემულია ამ პროცესებისა და ზოგადად “AFP”-ის მუშაობის პოზიტიური შეფასება ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან.

 

ჩამოტვირთეთ…

(იხილეთ სტატია გაზეთის მე-14 გვერდზე)