2007 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები შესაძლებელია ახალი ათვლის წერტილი გახდეს ქართული მედიისათვის. ამისათვის აუცილებელი იყო შემდგარიყო შეხვედრა, შეფასებულიყო ის პრობლემები და შეცდომები, რომელიც მედიაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა. მოძებნილიყო გამოსავალი შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან – მედიის მიმართ არსებული უნდობლობიდან, ხელისუფლებასა და მედიის შორის დამკვიდრებული ურთიერთობების მიუღებელი ფორმებიდან და ასე შემდეგ.
ამ მიზნის მისაღწევად გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მედიის, ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო უკანასკნელი 4 წლის მანძილზე მედიაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზს (პრობლემებს და ამ პრობლემების შემქმნელ მიზეზებს), ხოლო მეორე ნაწილი კი ახალი ურთიერთობების ფორმების, საერთო სტანდარტების შემუშავებისა და თვითრეგულირების მექანიზმებზე მსჯელობას.
“დისკუსია მედიის პრობლემების შესახებ” |
მასალა მოგვაწოდა ირაკლი ცერცვაძემ |