შუა აზიის, კავკასიის ქვეყნების, ავღანელი, მონღოლი და პაკისტანელი ფოტოგრაფებისათვის კონკურსი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში 2009 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო 20 პროექტის დაფინანსება 3,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით, მიზნად ისახავდა ისეთი ნამუშევრების მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარე სოციალური პრობლემატიკის მიმართ კრიტიკული მიდგომითა და კრეატიული გამოსახვით გამოირჩეოდა.
დოკუმენტური ფოტოგრაფიის პროექტის პრიორიტეტი იმ ფოტოგრაფთა მხარდაჭერა იყო, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში ასახავდნენ ადამიანთა უფლებებისა და სოციალური თანასწორობის საკითხებს რეგიონში:
1)როგორ შეუწყობს ხელს ფოტოგრაფიის მხარდაჭერის მცდელობა ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის განვითარებას?
2)როგორ შეუძლიათ ფოტოგრაფებს დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან?
3)რა სახით შეუძლიათ ფოტოგრაფ დოკუმენტალისტებს განავითარონ ინოვაციური მიდგომები, რათა წარმოაჩინონ ნამუშევრები, რომლებიც ეხება განსაკუთრებული ნაციონალური კულტურული გარემოს გათვალისწინებით ღია საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს?
საქართველოდან კონკურსში მონაწილეთა ყველაზე მეტი – 22 განაცხადი შევიდა. კონკურსში 9 გამარჯვებული გამოვლინდა, აქედან ერთი საქართველოდან-იუსტინა მელნიკევიჩი, რომელიც ერთდროულად პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეა. მას ჰქონდა წარდგენილი პროექტი – Challenging Traditions- Old Roles, New Realities, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებებსა და გენდერულ საკითხებს.
გარდა იმისა, რომ გამარჯვებულები გრანტით დაჯილდოვდნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მაღალი დონის პროფესიული ტრენინგი.
ნინო კიკნაველიძე, თამარ წერეთელი
ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა