ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა მას-მედიის წარმომადგენლებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრები გამართა

26.01.2010

20 ოქტომბერს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა გამართა მეორე შეხვედრა მას-მედიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან პროექტის – ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა მონიტორინგის გზით” – ფარგლებში.

შეხვედრაზე ექსპერტებმა დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ჟურნალისტებს გააცნეს პროექტის მიმდინარე კვლევის შედეგები, კერძოდ, საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკური ასპექტები; საქართველოს საგარეო ვალის მონიტორინგი; სახელმწიფო ბიუჯეტისა და ძირითადი მონაცემების და მიმართულებების შესაბამისობა; 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ცენტრის წარმომადგენლებმა მოისმინეს ჟურნალისტების მოსაზრებები და მათთვის საინტერესო საკითხები ბიუჯეტთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენლებთან  შეხვედრის  ბოლოს გაიმართა მცირე სემინარი ახალ საბიუჯეტო კლასიფიკატორსა (GFSM -2001) და ბიუჯეტის ფორმირების  წესებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ექსპერტებთან ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების განხილვას. მონიტორინგის შედეგებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მოწვეულმა ექსპერტებმა, ასევე წამოაყენეს ინიციატივები სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ცენტრი აქტიურად იმუშავებს კვლევის მომავალ ეტაპზე.

 

ჩამოტვირთეთ…

 

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება