სტიპენდიანტთა საორიენტაციო შეხვედრა თბილისში
კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა საქართველოში გეგმავს პრაქტიკოსთა სახელმძღვანელოს სერიის და დამხმარე ვებ-გვერდის მომზადებას იურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პაციენტთა უფლებების დაცვის შემთხვევებით. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო შემთხვევებს, ასევე ისეთ ალტერნატიულ მექანიზმებს, როგორიცაა ომბუდსმენი დ სამედიცინო ლიცენზირების ორგანოები, რომლებიც სწავლობენ პაციენტის და ექიმის უფლება-მოვალეობებს ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. სტიპენდიანტმა უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოს განახლებები, კოორდინირება და დახმარება გაუწიოს ამ სახელმძღვანელოებზე დაფუძნებულ ტრენინგებს იურისტებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე იმუშაოს სახელმძღვანელოს გამარტივებულ ვერსიაზე პაციენტებისთვის.
8-10 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა “სტიპენდიანტთა საორიენტაციო შეხვედრას” პროექტის ფარგლებში. მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ მაკედონიიდან, აშშ-დან, უნგრეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
სტიპენდიის მიზანია, ხელი შეუწყოს პაციენტის უფლებების სფეროში ექსპერტიზის მქონე იურისტთა ახალი თაობის აღზრდას და მეორე მხრივ, ამ სფეროში მოქმედი ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების რესურსების განვითარებას. სტიპენდიის მიზანია კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროს განვითარება ტრენინგების, მასალების და ქსელების შექმნის მეშვეობით.
საკონტაქტო პირი:
ნინო კიკნაძე
კანონის, მედიის და ჯანმრთელობის ინიციატივა