სემინარს უძღვებოდნენ ესტონელი ექსპერტები. შეხვედრაზე წარდგენილი იყო გამოკითხის შედეგები, რომელიც 2008 წელს ჩატარდა და მასში 201 პოლიციელი მონაწილეობდა.
გამოკითხვა ჩატარდა პროექტის ფარგლებში `საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენცისათვის და მსხვერპლების დასახმარებლად~, რომელსაც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ახორცილებს.
პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ძალადობის შესამცირებლად ეფექტური კონტროლის მექანიზმები შექმნას, ასევე მსხვერპლთა დახმარებას.
“ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ის ფაქტიც, რომ ორივე საბჭოთა სინამდვილიდან მოვდივართ და ბევრი პრობლემა საერთი გვაქვს. აუცილებელია სხვადასხვა სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება. პოლიციას კი ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლი აქვს დაკისრებული ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლაში. თქვენთან კანონის არსებობა კარგ წინაპირობას ქმნის პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის, დამაიმედებელია პოლიციელთა პოტენციალიც და მათი ღიაობა ამ საკითხებზე მუშაობისას”, _ ამბობს მარიკა იუზი, ესტონეთის პოლიციის ფსიქოლოგი.
ესტონელი ექსპერტები სემინარს გამართავენ ექიმ-გინეკოლოგებსთვისაც. 2008 წელს ასევე ჩატარდა კვლევა, რომელშიც ორსული ქალები და გინეკოლოგები მონაწილეობდნენ.