ა.წ. 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ურეკში საზოგადოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილე 20-ზე მეტი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა წარმატებით გაიარეს კურსი “მტკიცებულებეაზე დაფუძნებული პოლიტიკა”. ურეკში ჩატარებული კურსი იყო პირველი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება პოლიტიკის განვითარებისთვის კვლევის მტკიცებულებების ხელშეწყობის მიზნით” ფარგლებში. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება პოლიტიკის შექმნის პროცესში მტკიცებულებების უზრუნველყოფაში.
პროექტი ხორციელდება კურაციოს საერთაშორისო ფონდის მიერ ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემური კვლევის ალიანსის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ფინანსური მხადაჭერით.
კვალიფიციური ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკის ჩამოყალიბება, პოლიტიკის ჩამოყალიბების მოდელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩამოყალიბება (მარინა ეგუტია, კურაციოს საერთაშორისო ფონდის პროექტის მენეჯერი), გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩო (ბაკურ კვაშილავა, კანონისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), მედია და პოლიტიკის ლობირება (რუსუდან რუხაძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დილის გადაცემების აღმასრულებელი რეჟისორი), პოლიტიკა და ბიუჯეტის ციკლი (სოფიო ლებანიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი).
კურსის მონაწილეებმა მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა ჯანსაღი მტკიცებულებების შესახებ, რაც აუცილებელია არგუმენტირებისას, განემარტათ მტკიცებულებების ადგილი პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში, პოლიტიკის წარმოებაში მთავარი პირების ეფექტურად ჩართვის გზები.
კურსში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები:
-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
-საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
-საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
-ფსიქიატრიის გლობალური ინიციატივა;
-ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი;
-გაერთიანებული სამეფო-საქართველოს პროფესიონალთა ქსელი;
-ნდობა” საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია;
-ასოციაცია “ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ”.
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი