ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა/მრგვალი მაგიდა ინკლუზიური განათლების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით

26.01.2010

 

 

ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ა. წ. 8  ივნისს, სასტუმრო ,,სიმპატიაში” გაიმართა სამუშაო შეხვედრა/მრგვალი მაგიდა ინკლუზიური განათლების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ინკლუზიური პროექტის ფარგლებში, რომელსაც ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია ახორციელებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფონდის გრანტიორმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე საქართველოში.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ  ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ირინა ქურდაძე.
გამოსვლებში ხაზი გაესვა ინკლუზიური განათლების პრიორიტეტულობას როგორც ფონდისათვის ასევე სამინისტროსათვის. ქეთი ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინკლუზიური განათლების მიმართულებით ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობები. მომხსენებელმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მიმდინარე პროექტები, ისაუბრეს მათი პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე.ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროექტის შესახებ, რომელსაც სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ახორცილებენ.

 

 

ლიკა გიორგაძე 
ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის კოორდინატორი