შეხვედრას ესწრებოდნენ გორის რეგიონში მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა უშუალოდ კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” გორის ოფისის მუშაობისას გამოვლენილ საკითხებზე.
კოალიცია 2008 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს აღნიშნულ მონიტორინგს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით. გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე კოალიციის მონიტორებმა ზოგადი დაკვირვება აწარმოეს იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა დახმარების და განსახლების პროცესებზე. გორის ოფისის მონიტორებმა დევნილთა მდგომარეობის შესწავლა შიდა ქართლის რეგიონის ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში განახორციელეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ნეგატიურ და პოზიტიურ ასპექტებზე რომელიც მუშაობის პროცესში იქნა გამოვლენილი. განიხილეს რეკომენდაციები, რომელიც საერთაშორისო და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის იქნა წარმოდგენილი.
განხილული საკითხების სრული ვერსია (ჩამოტვირთეთ)
თინიკო ბოლქვაძე
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი