ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის
კოორდინატორის თანამდებობაზე
თანამდებობა: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი
ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები: პროგრამის რამდენიმე მიმართულების კოორდინირება (სამოქალაქო განათლება, კვლევები, კვლევითი ცენტრების მხარდაჭერა, ახალგაზრდული მიმართულება), საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი; საგრანტო და ოპერაციული პროექტების ზედამხედველობა; პროგრამის საქმიანობის ანგარიში.
ძირითადი ვალდებულებები:
-პროგრამის სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
-პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაში და პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
– პროგრამის სფეროში მომუშავე ძირითადი აქტორების პროფილის ანალიზი და დახასიათება;
– კონსულტაციების წარმოება განმცხადებლებთან;
– საგრანტო განაცხადების ანალიზი და პირველადი შეფასება;
-საპროექტო წინადადებების მომზადება და წარდგენა პროგრამის ექსპერტთა კომისიისათვის და ფონდის აღმასრულებელი საბჭოსათვის;
-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მონიტორინგი;
-პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
-სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების სფეროში ან მონათესავე დისციპლინაში (მაგისტრის ხარისხი).
გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ–ჩვევები:
-გრანტების გაცემის, ზედამხედველობის ან მართვის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
-ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო, ან ქვეყნის განვითარების პროგრამებზე მომუშავე ორგანიზაციებში საქმიანობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით);
-პროგრამის სფეროში ქვეყანაში არსებული ტენდენციების ხედვა;
-სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
-პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
-ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
-კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა:
-ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
-კომუნიკაბელურობა;
-დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
-სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა.
ანგარიშვალდებულება:
პროგრამის კოორდინატორი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელი დირექტორისა და პროგრამის მენეჯერის წინაშე.
ანაზღაურება:
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ფონდის შინაგანაწესისა და პროცედურების, კანდიდატის სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. სამოტივაციო წერილი;
2. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
კონვერტზე მიუთითეთ-“სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიისათვის”.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.
ფონდის მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წ. 21 აპრილი, 12:00 საათი.
შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამდენიმე ეტაპად. 2009 წ. მაისის განმავლობაში ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.