კოალიციის დამფუძნებელი და წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: “საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე”, ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, კავშირი “ახალი ვექტორი”, “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება”, “პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი”, კავშირი “თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.
“საქართველოში ჯანდაცვა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე პერმანენტული რეფორმირების პროცესში იმყოფება. არცთუ თანმიმდევრული და ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო საკანონმდებლო ცვლილებების და შესაბამისი ჯანდაცვის პრაქტიკის შედეგად, ხშირად ირღვევა პაციენტთა უფლებები. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს” – თქვა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
პრეზენტაციის დასასრულს კოალიციის წევრებმა ხელი მოაწერეს კოალიციის თანამშრომლობის მემორანდუმს.
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი