ანგარიში მომზადდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოსა” და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ.
“მთავრობის სტრატეგიის ანალიზისას, ჩვენი კოალიციის მიზანი მხოლოდ შეცდომების გამოვლენა არ ყოფილა; ჩვენი მიზანია რეკომენდაციების შემუშავება, რათა დაგეგმვისას შეცდომების თავიდან აცილება მოხდეს” – თქვა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშველმა.
განხორციელებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ გლობალური საფინანსო კრიზისი შეიცავს საკმარისზე მეტ რისკს იმისათვის, რომ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნას ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა (ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულება)