გამოვიდა ყოველთვიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ჟურნალი ინვალიდებისათვის“იმედი+”

27.01.2010

 

გამოვიდა ყოველთვიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ჟურნალი ინვალიდებისათვის”იმედი+”.

ჟურნალის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის, მიღწევების, მკურნალობის, პრობლემების გადაწყვეტის, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის გზები და საშუალებები.

ჟურნალი ყოველთვიურია. ის უსასყიდლოდ გადაიგზავნება რეგიონებში და დაურიგდება თბილისში განთავსებულ ამ საკითხით დაინტერესებულ  სამთავრობო და  არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები დაუკავშირდით ჟურნალის რედაქციას.

რედაქციის მისამართია:
თბილისი, სიმონ ჩიქოვანის (ხილიანის)ქ.N14 (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის შენობა).

ტელეფონები: 36 56 27, (893) 33 58 87.

 

ლანა ღვინჯილია
მედიის მხარდაჭერის პროგრამა