21 მაისს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” ფარგლებში პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციების სერია დაიწყო.
პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკურ პარტიებს ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაში, უზრუნველყოს ისინი თავისუფალი სადებატო სივრცით ადგილობრივი არჩევნების წინ და ორგანიზება გაუწიოს დებატებს ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე.
პირველი შეხვედრა 21 მაისს “თბილისი მარიოტში” გაიმართა, სადაც შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს “ეროვნულმა საბჭომ” თვითმმართველობის ეკონომიკური მოწყობის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. 24 მაისს გაიმართა შეხვედრა პარტიასთან ”ალიანსი საქართველოსთვის”, 25 მაისს კი ”თორთლაძე-დემოკრატიულ პარტიას” მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის საკუთარი პროგრამა წარედგინა.
უახლოეს დღეებში ეკონომიკურ პროგრამებს წარმოადგენენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:
პროექტის დასასრულს გამოიცემა ბროშურა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს გააერთიანებს.
ბროშურა მედიას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარედგინებათ.
პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ.