2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ახალი საარჩევნო ვებპორტალი შექმნა. ვებპორტალის ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის შუალედური არჩევნების შესახებ საზოგადოების უკეთესად ინფორმირებას და არჩევნების გამჭვირვალობის გაზრდას.
პორტალზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია:
არჩევნების დღეს, საარჩევნო ბრიფინგების ჩატარების პარალელურად, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ვებპორტალზე გამოაქვეყნა ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და მათზე რეაგირების, საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.
არჩევნების მომდევნო დღეს, 31 მაისს, კი ვებპორტალზე გამოქვეყნდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის შედეგები, ხოლო არჩევნების შედეგების დაჯამების შემდეგ – თითოეული საარჩევნო ოლქის შედეგები.
“მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას თვალყურს აქტიურად არა მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, არამედ საქართველოს ის მოქალაქეები ადევნებდნენ, რომელთაც არჩევნების დღეს ქვეყნის მომავალი უნდა გადაწყვიტონ”, _ აღნიშნა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა სირაძე-დელონემ, – “იმედი გვაქვს, რომ ვებპორტალი მოქალაქეებს ასეთ აქტიურობაში დაეხმარება და არჩევნების გამჭვირვალობას გაზრდის”.
პორტალი მუდმივ რეჟიმში განახლდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.