29 ივლისს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” სააქტო დარბაზში სტუდია “მონიტორი”-ს ჟურნალისტური გამოძიების „პრეზიდენტის „სიმბოლური” საჩუქრები” ჩვენება გაიმართა. ჟურნალისტური გამოძიება ეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფო ქონების განაწილებას.
სტუდია “მონიტორი”-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასცა პირდაპირი განკარგვის წესით.
ფილმში საუბარია კონკრეტულ პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა სახელმწიფო საკუთრება სიმბოლურ ან მიზერულ ფასად გადასცა.