23 სექტემბერს, ხუთშაბათს, 18:30სთ დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი უწევენ ორგანიზებას. ღონისძიებას საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის, საკრებულოს, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. Aაქციის მსვლელობისას მოეწყობა სტუდია “მონიტორის” ფილმის ჩვენება დიღმის ტყეპარკზე.
დღის განრიგი:
რამ განაპირობა აქციის ჩატარება?
2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.
აქციის მიზანია, რომ საზოგადოება გაეცნოს იმ პრობლემებს, რაც განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს დიღმის ტყეპარკს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას, დააფიქსიროს თანადგომა და შეიტანოს წვლილი ამ უნიკალური ტყის შენარჩუნებაში.
ადგილი: დიღმის ტყეპარკი, ლიუბლიანას ქ. დიღომი
თარიღი: ხუთშაბათი, 23 სექტემბერი
დრო: 18:30-20:00სთ
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ანა ტოკლიკიშვილი- 895 221 999; ელ-ფოსტა: Anuka@csf.ge.