მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

26.01.2011

ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ”  დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”.

კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მოიცვა ლიცენზირებული აფთიაქების 70%. საქართველოს ოთხ რეგიონში, 146 აფთიაქში განხორციელებული გამოკვლევის შედეგად შეფასდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დინამიკა 2010 წლის პირველი 6 თვის მანძილზე. შესწავლილ იქნა ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა, ფასები და ფასნამატის მარჟები 52 მედიკამენტზე. განხორციელდა საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ფასების შედარება ევროპის სხვა ქვეყნების ფასებთან.

იხილეთ კვლევის სრული ანგარიში.