2011 წლის 18 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF), საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსა (IREX) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის (GYLA) თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. მრგვალ მაგიდაზე ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებზე მოხსენება გააკეთა საერთაშორისო მედიასამართლის სპეციალისტმა სარა სმიტმა, რომელმაც წარმოადგინა Google-ისა და Baker&McKenzie LLP იურისტთა ჯგუფის მიერ IREX-ის დაკვეთით მომზადებული რეკომენდაციები მედიაექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საპარლამენტო უმცირესობის, მედიაექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის, მედიაადვოკატირების კოალიციის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომიბისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საინტერესო დისკუსია გაიმართა სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის.