”ატლანტიკური საბჭო”-ს ახალი ანგარიში საქართველოზე

18.10.2011

13 ოქტომბერს, კაპიტოლ ჰილში, ვაშინგტონში „ატლანტიკურმა საბჭომ”საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით “საქართველო დასავლეთში: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმართული პოლიტიკის გზამკვლევი”.

ატლანტიკური საბჭოს ანგარიში ეყრდნობა მასალას, რომელიც საქართველოზე მომუშავე ჯგუფმა კვლევის შედეგად მოიპოვა. სამუშაო ჯგუფი 2010 წელს შეიქმნა და აერთიანებს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს. მისი მიზანია, საქართველოს მიმართ დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

სამუშაო პროცესში, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა შეხვედრები, სადაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ატლანტიკურ საბჭოს წევრებს გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან და დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.