13 დეკემბერს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა

2008 წლის 22 აგვისტოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შემდეგ დევნილთა დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის მონიტორინგის შედეგები პირველად 2010 წელს გამოქვეყნდა. პირველ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დახარჯულ თანხებზე. თუმცა, დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები სხვა სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასაც ითვალისწინებდა. მაგალითად, დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში კომუნიკაციის საშუალებების გაყვანას და დამონტაჟებას. მონიტორინგის მეორე ეტაპზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა კონკრეტულ ადგილებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და გაზიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს და გადაამოწმეს რეალურად შესრულებული სამუშაოები.
ძირითადი დარღვევები, რაც მონ

თამარ კორძაია: “ჩვენი მეორე კვლევა არ მოიცავს იმ ტიპის დარღვევებს, რაც ვნახეთ პირველი მონიტორინგისას. წინა კვლევისგან განსხვავებით, ამ პერიოდში არ დაფიქსირდა გადახარჯვები სახელმწიფოს მხრიდან. 2010 წელთან შედარებით ნაკლები ხარვეზები გამოვლინდა ტენდერების კუთხითაც. ჩვენ მაშინ გვქონდა საუბარი, რომ ხელშეკრულების თანხა, ზოგ 
მონიტორინგის განხორციელდა ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტისა” და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.
ნახეთ ანგარიში ქართულ ენაზე.
თემასთან დაკავშირებული სტატიები:
ხელმიუწვდომელი წყალი დევნილთათვის-ონლაინ ჟურნალი ”ლიბერალი”, 13 დეკემბერი, 2011. ავტორი: თამარ ფარადაშვილი
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.