2012 წლის 15 მარტს, ხუთშაბათს, 12 საათზე “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” მართავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერ საქველმოქმედო აქციას სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”.
გამოფენა ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი, მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები:
– სურნელოვანი და ნატურალური დეკორატიული სანთლები
– მეორადი ქაღალდებისგან დამზადებული ხელნაკეთი რვეულები, ჟურნალები, კონვერტები, ბლოკნოტები, ჰერბარიუმით გაწყობილი მისალოცები
– სასაჩუქრე, სამახსოვრო ყუთები
– თექისგან დამზადებული პროდუქცია
– ხის სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები
– ხისგან დამზადებული უნიკალური დიზაინის მაგიდის ლამფები
– სხვა უამრავი სასაჩუქრე თუ ყოველდღიური გამოყენების ნივთები.
ღონისძიება ტარდება პროექტის “ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით” ფარგლებში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხადაჭერით.
აქ შეიგძლიათ ნახოთ საგამოფენო ნივთები.
http://www.facebook.com/media/albums/?id=100001857160665
###
ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” 20-ზე მეტი წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვას ცდილობს. ორგანიზაცია 50-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ორგანიზაციის სახელოსნოებში (საქსოვი, სადურგლო, სანთლების სახელოსნოები, მინისტამბა, მეორადი ქაღალდების გადამუშავება, კრეატიული, ბარი და სამზარეულო) მიზანმიმართული შრომით ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო შრომაში და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზონ საზოგადოებას.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტი 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათი პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კავშირის წევრები მონაწილეობდნენ 2011 წლის მარტში ჩატარებულ ტრენინგში მრავალფეროვნების მართვის თემაზე, ხოლო შემდგომ გაიმარჯვეს ტრენინგის მონაწილეთათვის გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში, რამაც მათ საშუალება მისცა ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დაენერგათ. პროექტის ფარგლებში კავშირის ბენეფიციარებისა და მოხალისეების დახმარებით შეიქმნა ახალი პროდუქცია, მოხდა ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზება და ეწყობა 15 მარტის ღონისძიება.