18 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალის www.csogeorgia.org პრეზენტაცია.
მრავალმხრივი ინფორმაცია, მარტივი ნავიგაცია და თანამედროვე დიზაინი – ეს ის ასპექტებია, რომლებიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობების შესახებ, სფეროს სიახლეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და პროგრამების შესახებ, სურვილი შემთხვევაში მიიღოს იურიდიული კონსულტაცია არასამეწარმეო სამართალში და ა.შ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” პარტნიორობით, ასევე ფონდ EED-ის და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
ვებგვერდის შექმნის მიზანია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება, ასევე მათი საქმიანობის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.