მას შემდეგ, რაც მასთ ქერის (Must Carry) პრინციპი ამოქმედდა და მაესტრო, მეცხრე არხი, 25-ე არხი და სხვა არხები საკაბელო ოპერატორებმა ჩართეს, შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს, რამდენად სათანადოდ ხდება მასთ ქერის პრინციპის აღსრულება, სად ვრცელდება ეს არხები- რა გეოგრაფიული დაფარვა აქვს და ა.შ. მონიტორინგის შედეგები 18 სექტემბერს, მასთ ქერის მონიტორინგის ჯგუფმა წარმოადგინა, რომლის წევრები არიან ლევან დოლიძე და მამუკა ანდღულაძე. სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ეყრდნობა, ნაწილობრივ, მარეგულირებელი კომისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ნაწილობრივ კი თავად საკაბელო ოპერატორებისგან მიღებულ ინფორმაციას.ლევან დოლიძემ ისაუბრა იმ დარღვევებზე და ტენდენციებზე, რაც ამ პრინციპის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა.
“მიუხედავად იმისა, რომ მასთ ქერი ტელევიზიის მაყურებელთა მხოლოდ ლიმიტირებულ რაოდენობას შეეხება და ის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას, ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღება დადებითი ფაქტია და წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამ პრინციპის რეალური აღსრულება. მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასთ ქერის მოქმედების შედეგად
პრესკონფერენციაზე ლევან დოლიძემ სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის აღსრულებაზე ისაუბრა და ვიზუალიზაციისთვის ელექტრონული რუქებიც წარმოადგინა. რუქებზე მოცემულია აბონენტის რაოდენობა რეგიონების მიხედვით.
“ეს ჯფუფი წარმოგვიდგენს მასთ ქერის გავრცელების გეოგრაფიულ რუქას, რაც გაგვიადვილებს ამ პროცესის ვიზუალიზაციას. საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება ნოემბრის თვეში. ეს ანგარიში გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. ერთი ძირითადი დასკვნა არის ის, რომ მასთ ქერის პრინციპის მოქმედება უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც- 2015 წლამდე, სანამ საქართველო გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია-მხოლოდ მასთ ქერის ამოქმედება არ არის საკმარისად ეფექტური მექანიზმი მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად, თუ ამას არ დაემატა სატელიტური ანტენების დამონტაჟება და გავრცელება რეგიონებში” – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მედიაპროგრამის მენეჯერი.
მონიტორინგის ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.