საჯარო დაწესებულებების ვებგვერდების გამჭვირვალობა

19.09.2012

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო დაწესებულებების ვებგვერდების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და „ეროვნული უსაფრთხოების არქივის მხარდაჭერით” ორგანიზაციამ მონიტორინგი გაუწია 104 საჯარო დაწესებულების ვებგვერდს. მონიტორინგის პროცესში ინსტიტუტმა შეაფასა, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებგვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.

შედეგების მიხედვით: საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის საშუალო ხარისხი 13.91%-ია, ხოლო ტექნიკური გამართულობის საშუალო ხარისხი – 39.7 % შესაბამისად, დაბალია ვებ-გვერდების საშუალო ჯამური რეიტინგიც – 26.85%

ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოში დღესდღეობით საჯარო დაწესებულებათა მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა ვებგვერდებზე არა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, არამედ ვებგვერდების ტექნიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგებას.