პირველი საერთაშორისო კონგრესი პალიატიურ მზრუნველობაზე საქართველოში

28.09.2012

 

22-23 სექტემბერს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით,  ქ. ბათუმში გაიმართა პირველი კონგრესი „პალიატიური მზრუნველობა საქართველოში”. კონგრესის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა  და  სამომავლო გეგმების დასახვა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მუშაობენ პალიატიური მზრუნველობის სფეროში. თითოეულმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოხსენება განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების  შესახებ.

კონგრესს ესწრებოდნენ ექიმები და ექთნები ქ.თბილისის, ქ.თელავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ქუთაისის და ქ. ბათუმის პალიატიური მზრუნველობის განყოფილებებიდან და ჰოსპისებიდან, მოწვეული ექსპერტები ესპანეთიდან, აშშ-დან და სომხეთიდან, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ

 საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

კონგრესზე  მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი  სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.