დარღვევები საარჩევნო უბნებზე- არასამთავრობოთა ბრიფინგები მედიაცენტრში

01.10.2012

საარჩევნო მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველ ნახევარ საათში მართავენ ბრიფინგებს, სადაც მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობენ. მედიაცენტრში დილიდან იმყოფებიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

დილის 10 საათიდან დარღვევებზე განცხადებები გააკეთეს სამართლიანმა არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, კოალიციამ “არჩევანი თავისუფლებისათვის”, კოალიციამ “სამოქალაქო განვითარებისათვის”, მრავალეროვანმა საქართველომ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი მასთ ქერის მოქმედებაზე“ წარმომამდგენელმა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ნახეთ გამოცხადებული შედეგები ვებგვერდზე www.esshengexeba.ge