13 ოქტომბერს ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
2012 წელს ამ დღის დევიზია „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე: პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის”.
ამ დღის აღსანიშნავად 13 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) გაიმართება ფოტო გამოფენა “ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე” (წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადამიანების ახალგაზრდობის და სიბერის ფოტოები) და დოკუმენტური ფილმის “დები” (ავტორი: ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე) პრეზენტაცია.
ფილმი მოგვითხრობს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების სახლზე.
###
პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. დღესდღეობით თბილისში ორი ჰოსპისი ფუნქციონირებს. ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში.
დაესწარით ღონისძიებას და მოიწვიეთ მეგობრები ‘ფეისბუქი’-ს მეშვეობით.