სამოქალაქო ინტერესების დაცვა და მხარდამჭერთა მოპოვება რეგიონებში

17.10.2012

 

სამოქალაქო ინტერესების დაცვა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მხარდამჭერთა მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებულად მუშაობის აუცილებელი პირობაა. 

2012 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსა” და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ხელშეწყობით ჩატარდა ტრენინგების სერია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.   ტრენინგებში და საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 40-მდე წარმომადგენელმა, რის შედეგადაც მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს  ის ცოდნა და უნარ-ჩვეევბი, რაც მათ დაეხმარება  უფრო ეფექტურად წარმართონ თანამშრომლობის პროცესი ხელისუფლებასა და თემს შორის და ამ გზით, მოაგვარონ თემისთვის აქტუალური საკითხები.   

დასკვნითი სამუშაო შეხვედრა 11-12 ოქტომბერს ფონდის ოფისში გაიმართა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო საზოგადოებაში ადოკატირების წარმატებულ მაგალითებად მიჩნეულ კამპანიებს:  მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანია (სტრატეგიული განვითარების და კვლევის ცენტრი), ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინაამღმდეგ მიმართული კამპანია (მწვანე ალტერნატივა), ჭიათურის გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირება (ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი”) და კამპანია „ეს შენ გეხება” (ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”).

მონაწილეებმა გააანალიზეს წარმოდგენილი კამპანიების სუსტი და ძლიერი მხარეები. საბოლოოდ კი   შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო გეგმები თავიანთი პროექტებისთვის.      

ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან, 4-10 ნოემბერს, 12 მონაწილე გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაიზიარონ ჩეხი კოლეგების გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: ადვოკატირება ევროკავშირის დონეზე, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მხარდამჭერთა მოზიდვა, ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში და  ა.შ.

ვიზიტს ორგანიზებას უწევენ ფონდი  „ღია საზოგადოება – საქართველო”  და ქსელური პროგრამა „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ორგანიზაციასთან DEMAS – Association for Democracy Assistance and Human Rights-სთან თანამშრომლობით.  

ჩეხეთის სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

  1. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია – კახეთი
  2. სათემო ორგანიზაცია “ლელი” – კახეთი
  3. კოდის სათემო განათლების ცენტრი – ქვემო ქართლი
  4. ზრდასრულთა განათლებისა და დასაქმების რესურსცენტრი – შიდა ქართლი
  5. სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი – სამეგრელო
  6. არასამთავრობო ორგანიზაცია “სხივი” – იმერეთი
  7. “დახმარების ეროვნული ფონდი” – იმერეთი
  8. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი – იმერეთი
  9. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი – გურია
  10. სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის  და თავისუფლებებისათვის – აჭარა
  11. ჩვენი თაობა – აჭარა
  12. სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება – სამცხე-ჯავახეთი

ტრენინგპროგრამას და საკონსულტაციო საქმიანობას ფონდი ახორციელებდა შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: სტრატეგიული კველვებისა და განვითარების ცენტრი, პარტნიორები – საქართველო, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი.

ოქტომბრის ბოლოს პროგრამის მონაწილე რეგიონული ორგანიზაციებისათვის ფონდი გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რითიც ტრენინგებზე მიღებული თეორიული ცოდნისა და მართვის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

 

ნახეთ ტრენინგის ვიდეო: