ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი თბილისს ეწვია

03.12.2012

3 დეკემბერი, თბილისი- ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანთროპი  ჯორჯ სოროსი 1-2 დეკემბერს თბილისს ორდღიანი კერძო ვიზიტით ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ხელმძღვანელობას- აღმასრულებელ საბჭოს  და დირექტორს.  გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკური რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრ  ბიძინა ივანიშვილს, და პარლამენტის თავმჯდომარეს  დავით უსუფაშვილს.

შეხვედრაზე, ფონდის ხელმძღვანელობამ და  ჯორჯ  სოროსმა შეაჯამეს ფონდის  მუშაობა ბოლო წლებში  და ისაუბრეს სამომავლო პრიორიტეტებზე.  ჯორჯ სოროსმა დადებითად შეაფასა  ფონდის მუშაობა,  ფონდის მხარდაჭერილი კამპანიის ‘ეს შენ გეხებას’ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების ადვოკატირებით  საკუთარი წვლილი შეიტანა  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში  და  ე.წ მასთ ქერის (Must Carry) ამოქმედებაში, რამაც თავისუფალი მედია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა წინასაარჩევნო პერიოდში.  

მისი სამომავლო რეკომენდაციაა, რომ ფონდი  აქტიურად ჩაერთოს პენიტენციური სისტემის რეფორმირების  პროცესში, კერძოდ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და ციხეში ჯანდაცვის პრობლემების  მოგვარებაში.    

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”  უახლოეს წლებშიც იზრუნებს  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების , დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირებაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ზოგიერთი  მედიასაშუალების მიერ გავრცელებული  ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებს, არასწორია და არ შეესაბამება სიმართლეს.

გვინდა საგანგებოდ აღვნიშნოთ, რომ ჯორჯ სოროსი და ფონდი  ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში.

###

საკონტაქტო პირი:

ანა ტოკლიკიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელ: 595 221 999
ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge
www.csf.ge